ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქომ უნდა მოინანიოს, რომ ციანიდის საქმე შეუკვეთა – პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ შეინანოს „დაკვეთილი ციანიდის საქმე“ და გიორგი მამალაძის შეწყალების უფლება მისცეს პრეზიდენტს.მეუფე პეტრე ასევე ამბობს,რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლების დე-ფაქტო მმართველი(ბიძინა ივანშვილი) დეკანოზის შეწყალების წინააღმდეგი არ არის.

„საპატრიარქომ, საუკეთესო შემთხვევაში უნდა შეინანოს, რომ მან დაუკვეთა ეს ციანიდის საქმე და სასწრაფოდ, პრეზიდენტს უნდა დართოს ნება შეიწყალოს ესე მძიმე ავადმყოფი სასულიერო პირი, რომელიც უკვე 4 წელია ფაქტობრივად,სარეცელზე მიჯაჭვულია და 6 წელია უდანაშაულოდ იხდის სასჯელს, რაც, რა თქმა უნდა,ძალიან მძიმე ცოდვაა და ძალიან ანტიქრისტიანულად წარმოაჩენს საქართველოს საქრისტიანოს. მე ვფიქრობ, რომ გონივრულ ვადაში მამალაძე მოახერხებს, რომ ის ტალახი ჩამოირეცხოს, შეათანხმოს საპატრიარქოსთან, შეათანხმოს ასევე ხელისუფლების დე-ფაქტო მმართველთან, რომელიც, ვფიქრობ, რომ წინააღმდეგი არ არის მამალაძის შეწყალების“. – ამბობს მეუფე პეტრე.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი – მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).

დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან – რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.

სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტვირთბა....