ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ახალ ანგარიშში, დონბასში საომარი მოქმედებების გაძლიერებაზე საუბრობენ. როგორც ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, წინა დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები წინ მიიწევენ ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით.მათი აზრით, ბახმუტის რაიონში 13 კილომეტრიან ზონაში – სოფელ ოპიტნოიესა და ქალაქ სოლედართან, „ვაგნერის ჯგუფის“ ქვედანაყოფები ცდილობენ, გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. სოფელ ზაიცევოს ქსელში გეოლოკაციის კადრები გაჩნდა, სადაც დაფიქსირდა მჭიდრო ბრძოლა თავდაცვის ძალებსა და „ვაგნერელებს“ შორის. ასევე,უკრაინელი დამცველების მონაცემები ბახმუტიდან სულ რაღაც ცხრა კილომეტრში მდებარე სოფელ კლესჩიევკადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
ISW-ის ანალიტიკოსები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დონეცკის მიდამოებში და ავდივკას მიმართულებით. ე.წ. დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ბოევიკები რეგიონული ცენტრიდან 25 კილომეტრში მდებარე სოფელ ნეველსკოეში უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე შეიჭრნენ და ტყვეები აიყვანეს. ბრძოლები გრძელდება სოფლებში, პერვომაისკოეში და ვოდიანოეში. რუსული წყაროები ასევე ირწმუნებიან, რომ საოკუპაციო ჯარებმა შეძლეს წინსვლა მარინკაში, მაგრამ ამ მიმართულებით შედეგების შეფასება ნაადრევია.
დონეცკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა, დანილ ბესონოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ცდილობენ დაიკავონ სოფლები პავლოვკა და ნოვომიხაილოვკა, რომლებიც მდებარეობს ქალაქ ვუჰლედართან 20 კილომეტრიან ზონაში. ჯერჯერობით, რუსული წყაროები იუწყებიან, რომ პავლოვკას ნახევარზე კონტროლი უკვე დამყარებულია, ხოლო ნოვომიხაილოვკას გარშემო მოქმედებებმა შედეგი არ გამოიღო. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მდინარე კაშლაგაჩის მარცხენა სანაპიროს დაკავებას და გადაჯგუფდებიან. სავარაუდოდ, რუსული შენაერთები უკრაინელების შემორტყმას ცდილობენ. უგლედართან, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფები მოქმედებენ. უკრაინის თავდაცვის ძალები ცდილობენ შეაკავონ მტრის შეტევა ფრონტის მთელ ხაზზე და დაარტყან რუსების ზურგს. კერძოდ, ვოლნოვახის რაიონში უკრაინელმა ჯარებმა გაანადგურეს ახთამარის სასტუმრო, რომელშიც მარიუპოლის მერის, პეტრ ანდრიუშჩენკოს თქმით, „კადიროველები“ იყვნენ.