გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლს“ უმასპინძლა. სტუმართა რიგებში, შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველი გარემარბი განსაკუთრებით აქტიური იყო თამაშის პირველ ნახევარში. ის მასპინძლებს ბევრ პრობლემას უქმნიდა. მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე, ლუჩიანო სპალეტიმ კვარაცხელია ელმასით შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები „ენფილდზე“ ანგარიშთ 0:2 დამარცხდნენ, თმცა, ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით, ისინი ჯგუფიდან მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ. ჯგუურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.