ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მათი მთავარი საფიქრალი ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაა და არა ის, რომ დასხდნენ სადმე ოთახში და მოილაპარაკონ, რომ ცხოვრება მშვენიერია – ხუხაშვილი პრაიმერისზე

პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ოპოზიციის რამდენიმე პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით “მეტრონომთან” ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის გაერთიანება პოლიტიკური ტაქტიკის მცირე ნაწილია. მისი ვარაუდით, ეს პარტიები ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლიან:

“გაერთიანება, გადაჯგუფება, დაჯგუფება პოლიტიკური ტაქტიკის მცირე ნაწილია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, ამ პროცესის წარმართვა და ხელისუფლებაში მოსვლა დამოკიდებულია ელექტრო მხარდაჭერაზე, ხალხის მხარდაჭერაზე. ჯერჯერობით, ამ პარტიების ელექტროობის ბაზა არ ტოვეებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მათ შეუძლიათ მეტნაკლებად სერიოზული შედეგი აჩვენონ, კონფიგურაცია შეცვალონ ქვეყანაში, ანუ პოლიტიკური ამინდი შეცვალონ. მათ საკმაოდ მოკრძალებული მხარდაჭერა აქვთ სათითაოდ და მათი გაერთიანება განსაკუთრებულად არ შეიცვლება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარტიების მთავარი საფიქრალი უნდა იყოს ხალხთან ლაპარაკი და მათი მხარდაჭერის მოპოვება და არა ის, რომ დაჯდებიან სადღაც ოთახში და მოილაპარაკებენ, რომ ცხოვრება მშვენიერია. ისინი ხალხთან არ მიდიან. აქედან გამომდინარე, ცალკე ჩუმი დიალოგებით არ მგონია მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანონ” – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამი პარტია,” სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავიოსუფლება” და “დროა” გაერთიანდა. ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

იტვირთბა....