ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის რეგიონის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სპეცტექნიკა რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, გზა ამ ეტაპზე არც ერთი მიმართულებით ჩაკეტილი არ არის.
აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის სპეცტექნიკა მუშაობს ქედის სოფლებში: მერისი, გუნდაური, ჭალათი, გობრონეთი, ასევე ქვის ჩამონაშალი გააქვთ ხელვაჩაურში – სალიბაური ზედა სამების გზიდან, ქობულეთში – ზედა კვირიკედან. სამუშაოები უკვე დასრულდა ხულოში.