ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმედგაცრუებული ვარ… – იაგო ხვიჩია ომბუდსმენობის კანდიდატებზე

იმედგაცრუებული ვარ, მეგონა, ერთ თანამოაზრეს მაინც ვიპოვიდი კანდიდატებში, ვინც იტყოდა, რომ ადამიანს საკუთარი სხეული ეკუთვნის,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

რაც შეეხება თავის კანდიდატურას, როგორც ხვიჩია ამბობს, საფრთხე მომდინარეობს “ქართული ოცნების” გემოვნებიდან, რადგან უცნობია, რა კრიტერიუმით შეარჩევს სასურველ კანდიდატს.

“ჩვენ არ ვიცით “ქართული ოცნება” რა კრიტერიუმებით შეარჩევს კანდიდატს. ოპოზიცია ცუდად იქცევა, ამ პროცესში მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანით მონაწილეობს, ეს აჩვენებს, რომ ამ პროცესის მიმართ მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ აქვთ. მათ გადააბარეს მთელი ეს ფუნქცია არასამთავრობო სექტორს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....