ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ გაავრცელა საკუთარი ანგარიში, რომელშიც საუბარია პუტინის მოსალოდნელ მოქმედებებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი სურდეს, თუმცა, ის სავარაუდოდ, გააგრძელებს მინიშნებას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ნატო-ზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, იმ მიზნით, რომ შეარყიოს დასავლეთის ნება, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ანგარიშში.
„პირველი, ის, რომ პუტინი წამოაყენებს პირობებს, რათა გააგრძელოს ცუდად მომზადებული რუსული ჯარების უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გადასროლა იმის ნაცვლად, რომ შეაჩეროს ოპერაციები ეფექტური სამხედრო ძალების აღსადგენად. მეორე, რომ პუტინის გამარჯვების თეორია ეყრდნობა მკაცრი ზამთრის გამოყენებას ევროპის ნების შესარყევად“, – აღნიშნეს ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა.
მათივე თქმით, თუკი პუტინი კიდევ განაგრძობს ახალწვეულთა ახალი ნაკადების მომზადებას ომისათვის, ესე იგი, ის აპირებს გაზაფხულზე ახალი შეტევების წარმოებას უკრაინის წინააღმდეგ.
„რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზება მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა 2023 წელს და არ მოელის რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას”, – აღნიშნულია ანგარიშში.