ახალი ამბები კრიმინალი

დაპირისპირება რესტორანში დაიწყო – 26 წლის ბიჭის მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა თბილისში – თემურ ხარაულს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები 33 წლის მამაკაცმა მიაყენა. მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებულის საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სავარაუდო დამნაშავე, ტ.ძ-ს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.

იტვირთბა....