უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, არ არსებობს ისრაელისთვის უფრო მეტად ბუნებრივი არჩევანი, ვიდრე ამ ომში უკრაინის მხარეს დგომა. ამის შესახებ მან TSN-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელი სამხედრო დახმარებაზე უარს ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტებით ხსნის.
“თუ ისრაელის პოლიტიკოსების განცხადებებს გაეცნობით, ნახავთ, რომ თავად აკეთებენ ძალიან არადამაჯერებელ არგუმენტებს იმაზე, თუ რატომ არ აკეთებენ ამას, იგონებენ რაღაც რთულ კონსტრუქციებს, თავის გამართლება მათთვის ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენი ყოველი საუბარი სხვადასხვა დონეზეა… და ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან, ისრაელი სწორი მიმართულები მიდის […] ისრაელისთვის არ არსებობს უფრო ბუნებრივი არჩევანი, ვიდრე ამ კონფლიქტში უკრაინის მხარეს სრულად და უპირობოდ დგომა. ძალიან ბევრია სასწორზე, მათ შორის ისრაელის რეპუტაცია”, – თქვა მან.
ოკუპანტების მიერ ირანული დრონებით ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების პარალელურად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვაში დახმარებისთვის ისრაელს ოფიციალურად მიმართავდა.