პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, “ტვ პირველთან” გიორგი გახარიას მისამართით, ქართული ოცნებიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს:
“ნორჩი კომკავშირლები, პოლიტიკური მარადიორები ქართული ოცნების, კობახიძის ჯგუფი, მათკაშვილები, ხვიჩა კვარაცხელიას, რომ სოფო კილაძეს ადარებს, სად არიან, ღმერთო, არ ვიცი, სად მიდის მათი აზროვნების დიაპაზონი, რომელ გვირაბში არიან დარჩენილნი.
ეს ის ხალხია, რომლებიც, გახარია რომ შემოდიოდა, ჯერ კიდევ ვიყავი უმრავლესობაში და ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით, ეს აქვთ ეტყობა, ჩარჩენილი ბოღმად. გახარია ჯერ კიდევ არ იყო პრემიერი, მინისტრი იყო მაშინ, როცა შემოდიოდა პარლამენტში, იმდენად მიღებლობა ჰქონდა ამ ჯგუფის იმთავითვე, კობახიძესთან კაბინეტში არ შედიოდა, სადაც მთავრობა იკრიბებოდა, ნდობის მისაღებად და ახლა ვხვდები, საიდანაა დაწყებული მენტალური შეუსაბამობა. მაგრამ, გახარიას როგორ ხვდებოდნენ? თვალს რომ ვერ უსწორებდნენ, მზად იყვნენ მისთვის პიჯაკი ჩამოეწმინდათ მტვრისაგან, ასე ემლიქვნელებოდნენ. დღეს რომ ამ სიტყვებით საუბრობენ, მას კი არ აყენებენ ამით შეურაცხყოფას… მე ახლა გახარიას პერსონალურ დაცვას კი არ ვიწყებ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე – აიდეალებდნენ და აღმერთებდნენ და როგორც კი მათ წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი და განსხვავებული პოზიცია დაიჭირა, ეს იაფფასიანი, მდარე ხარისხის დრესკოდი. თავის თავს აკადრეს.
როგორ ელაპარაკებოდნენ გახარიას, თვალს ვერ უსწორებდნენ და დიალოგში ვერ შედიოდნენ, ისე ერიდებოდათ მისი. ეს არის კატეგორია, რომელიც ჩაგისაფრდება, ზურგიდან თავს დაგესხმება, ჩასაფრებულიდან გაგიბედავს, ასეთი კატეგორია ადამიანების სახიფათოა ხელისუფლების სადავეებთან. ეს არის მათი მომყვანის და მათი მთავარი პატრონისთვის სამდურავი – როგორ შეიძლება ამ ხალხს ხელში ჩაუგდო ქვეყნის მართვა?”