აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის მიზეზი უცნობია. სპიკერის ქმარი, პოლ პელოსი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის დროს ნენსი პელოსი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
“დღეს დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის სან-ფრანცისკოს რეზიდენციაში, ფიზიკურად გაუსწორდა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლ პელოსს. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია,” – აღნიშნა პელოსის წარმომადგენელმა.