ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისგან ანექსირებული რეგიონების აღიარებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთიდან ელექტროენერგიის შეძენა ევროპაში ფასის ზრდას გამოიწვევს.

„რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს.
ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება.
უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპელებისთვის“, – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, უკრაინამ პირველად ელექტროენერგია სლოვაკეთიდან 27 ოქტომბერს შეიძინა. ელექტრორესურსების დეფიციტი ქვეყანაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა ქვეყნის ელექტრო ინფრასტრუქტრული ობიექტები დაბომბა.

იტვირთბა....