ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ყველაფერს აკეთებს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთის – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, რომ რუსული მხარე ყველაფერს აკეთებს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი რეგიონი.

„ჩვენ დღესაც ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების კომპლექსური და ყოვლისმომცველი ნორმალიზების მიღწევისთვის. აზერბაიჯანიც, სომხეთიც, ისევე როგორც რუსეთი ახლო წარსულში ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ და ამის არგათვალისწინება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ ყველა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, რუსეთისთვის ახლობელ სახელმწიფოებს შორის უთანხმოებებისა და პრობლემებისგან განზე დავრჩეთ და უცვლელად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ მშვიდობიან დარეგულირებას. ზოგადად,ჩვენ უპირობოდ დაინტერესებულები ვართ, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

იტვირთბა....