გაერო-ში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ბარბარა ვუდუორდმა რუსელ დეზინფორმაციასა და ბიოლოგიური იარაღის საკითხზე ისაუბრა.
„24 თებერვალს, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეს იყო აგრესიის აქტი, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაგმო. მას შემდეგ რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია, მათ შორის ბრალდებები „ბინძური ბომბების“, ქიმიური იარაღისა და ბიოლოგიური კვლევის შესახებ. კიდევ რამდენი ეს სისულელე უნდა ავიტანოთ?“- განაცხადა ელჩმა.
ვუდუორდის თქმით, ამის ნაცვლად, რუსეთმა უნდა შეასრულოს საკუთარ ვალდებულებები.
„გასულ თვეში რუსეთის ბრალდებები სრულად განვიხილეთ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცესების შესაბამისად. ამ შეხვედრას დაესწრო 89 მონაწილე სახელმწიფო და მოისმინეს, როდესაც რუსეთმა არაფერი წარმოადგინა, გარდა შეცდომაში შემყვანი საჯარო დოკუმენტებისა ვიკიპედიიდან „ქოფი-ფეისთით“ გადმოტანილი სურათებისა.
ეს პროცესი დასრულდა. რუსეთის პრეტენზიები მოისმინეს, განიხილეს და უარყვეს. შემდგომი გამოძიებისა და შემდგომ ქმედებასთან დაკავშირებული წინადადებების განხილვის მიზნით შეხვედრა აღარ მომხდარა, ვინაიდან ეს ამ საბჭოს დროის კარგვა იქნებოდა. ეს საბჭო სერიოზული ორგანოა და რუსეთის ქმედებებით რეპუტაციის შელახვის საფრთხე ემუქრება. არის უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენს ყურადღებას ითხოვს, მაგრამ რუსეთი დღის წესრიგს ბლოკავს შეთქმულების თეორიებით.
უკრაინისთვის ჩირქის მოცხების მცდელობის ნაცვლად, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საკუთარ ვალდებულებებზე, მათ შორის გაერო-ს წესდების შესრულებაზე და დაასრულოს ეს ომი“, – აღნიშნა გაერთიანებულისამეფოს ელჩმა.