ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას, “Topnews.com.ge”ავრცელებს.
“BMW”-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, ხოლო შემდეგ ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში მსხდომმა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ტერიტორია და ავტომობილი დატოვა.

