ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეთა დახმარებით, უკრაინის ძველი თავდაცვითი სისტემები ახლით ჩანაცვლდება, რაც, თავის მხრივ, რუსეთთან ომში უკრაინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა
“ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ვაწვდით, დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება – მოკავშირეები ახლა აქტიურდებიან”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა უკრაინისთვის გერმანიის მიერ მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემა IRIS-T-ზე.
„გერმანული სისტემა ახლა აჩვენებს, რომ გერმანია უკრაინას აწვდის ნამდვილად მნიშვნელოვან სიმძლავრეებს. მათი მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, – სტოლტენბერგმა.