ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარიას შეთავაზება იმედს – დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით

პარტიას „საქართველოსთის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალური ქსელის საშუალებით ტელეკომპანია იმედს მიმართავს – დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით.

ის ასევე ავრცელებს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერს, სადაც ჩანს მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული გადამღები ჯგუფი.

“TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”- წერია გახარიას განცხადებაში.

იტვირთბა....