“ოპოზიცია არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს” ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს.
„ვფიქრობ, ოპოზიციის ნაბიჯები არასაკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს. დანარჩენი იქნება ნახევრად ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების შეცვლას და კოალიციურ მთავრობას ამ ქვეყანას არ მოუტანს, არც 2024-ში და თუ ასე გაგრძელდა არც 2028-ში. როცა დაინახავს ამას ოპოზიცია, მაშინ იქნება შედეგი. „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ მე არ ვემხრობი „ენმ-ის“, ან რომელიმე ერთი პარტიის ერთპარტიული მანდატით მოსვლას ხელისუფლებაში”, – განაცხადა ბურჯანაძემ “ტვ პირველთან”.

