ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე და ჯაფარიძე ძალიან უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დიდი ნიჭი მისთვისაც არ შემიმჩნევია – ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე უნიჭოები არიან. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მათი რადიკალური განცხადებები ენმ-ს ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს ჰგავს:

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი დაიკავოს. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, „ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე უნიჭოები არიან?“, მეგრელიშვილმა უპასუხა:

„ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ. ვაშაძე და ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უნიჭოები არიან. ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეთანხმა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....