ახალი ამბები მთავარი სამართალი

როდის გამოაცხადებს ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საბოლოო განაჩენს

3 ნოემბერს, 10:00 საათზე გამოცხადდება ევროსასამართლოს საბოლოო განაჩენი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. გიორგი მამალაძემ სტრასბურგის სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართა, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს. მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი, აღნიშნულ სარჩელზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„მთელი პროცედურის განმავლობაში გიორგი მამალაძე აცხადებდა, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთვნოდა და სამივე ინსტანცია ამ საკითხს ეხებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთვარი საკითხი სწორედ ეს იყო. ამდენად, ეს არის პირველი საკითხი, რომელზეც არის საჩივარში მსჯელობა. მეორე, ეს არის დახურული სხოდმების ჩატარება, იმიტომ, რომ მთელი პროცედურა მიმდინარეპობდა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა. ამდენად, საკითხი უკავშირდება იმას, დახურულად ჩატარება სხდომების იყო თუ არა მკაცრად აუცილებელი მოცემულ საქმეში იმ მითითებული პირობების გამო, რომლეეც ჰქონდა საუბარი საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაციის დროს ევროპულ სასამართლოსთან. მესამე ძირითადი შეკითხვა მდგომარეობს იმაში და პრეტენზია ჩვენი საჩივარში, მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმციას ეხება. კერძოდ, იმ განცხადებების გამო, რომელიც გაკეთდა დაპატიმრების შემდეგ ოფიციალური განცხადებების გამო სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ,” – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააპატიმრეს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა – ირაკლი შოთაძემ – 13 თებერვლის საგანგებო პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მამალაძით გამოძიება 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართვის შემდეგ, დაინტერესდა. მოქალაქის თქმით, მას გიორგი მამალაძემ მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის, მოძიება სთხოვა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ციანიდი თბილისის აეროპორტში, მამალაძის ჩანთაში აღმოაჩინეს.

„ამ უკანასკნელს [დეკანოზი გიორგი მამალაძე], როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება,“ – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუკი ევროსასამართლო 3 ნოემბრის ვერდიქტში იტყვის, რომ მამალაძეს წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ზემოაღნიშნული ე.წ. ციანიდის საქმე თავდაყირა დადგება.

იტვირთბა....