რუსეთი უკრაინის ბრძოლის ველზე აგებს და ამიტომ ნებისმიერ ფასად ცდილობს, ბირთვული იარაღით შეკავების ტაქტიკის გამოყენებით, საომარი მოქმედებები გაყინოს. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, ვარშავაში მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დასავლეთი არ უნდა დაემორჩილოს შანტაჟს, არამედ უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება, ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – აღნიშნა დუდამ.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

