აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) გენერალურ ანსაბლეაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ანსაბლეა საბერძნეთში გაიმართა.
საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს.
2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა CPMR-ის სრულუფლებიანი წევრია.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე ზემოაღნიშნულ პოზიციაზე პირველად 2020 წლის 29 ოქტომბერს აირჩოეს.