სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვიტა, აზერბაიჯანთან ურთიერთობები რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პრინციპებზე დაყრდნობით დაამყაროს.
„სომხეთი, სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა“, – წერს ფაშინიანი „ტვიტერზე“.
სომხეთის პრემიერის თქმით, სომხეთი მზადაა, ეს სოჭშიც დაადასტუროს.