უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების განადგურებას, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, რუსეთის სარდლობა ცდილობს დამალოს სამხედრო მოსამსახურეების უზარმაზარი რეალური დანაკარგები, რათა თავიდან აიცილოს პანიკა სამხედრო პერსონალს შორის.
„ოკუპანტი ბომბავს უკრაინული ჯარების პოზიციებს საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, კერძოდ მდინარე დნეპროს მარცხენა სანაპიროზე და აქტიურად ახორციელებს საჰაერო დაზვერვას“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.