ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმებს უჭირთ იმის დადგენა, რატომ აქვს ტემპერატურა სააკაშვილს – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და ცენტრი „ემპათია“ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხის მოლოდინში არიან. მისი უფლებადამცველების განცახდებით, სწორედ ამ პასუხზეა დამოკიდებული, მიმართავენ თუ არა ისინი სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

“ახლა მიდის ამ დასკვნების შეჯერება და განთავსება საერთო დასკვნაში. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევით ნაწილს, ჯერ არ დასრულებულა, უახლოეს დღეებში ველოდებით. ყველაფერი განთავსდება ძირითად დასკვნაში და გაიცემა საბოლოო დასკვნა. დღესაც ვნახე და საკაოდ რთულია, სამედიცინო პერსონალს და კლინიკას უჭირს დადგენა, თუ საიდან აქვს ტემპერატურა. დაიდება საბოლოო დასკვნა და ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ რა ფორმით და მივმართოთ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით”, – ამბობს სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

იტვირთბა....