იტალიაში, სავაჭრო ცენტრ “მილანოფიორში“ სროლა იყო, არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია “კარფურის” ქსელის თანამშრომელი.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
46 წლის დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, თავს დაესხა სავაჭრო ცენტრში მყოფი ხალხს, პოლიციამ შეჩერება მოახერხა და კორსიკოს კარაბინიერებს გადასცა.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში არსებული სუპერმარკეტ “კარფურის” თანამშრომელია. ასაკი 30 წლის. დაჭრილებს შორის არის ერთი 28 წლის, 75 და 81 წლის ასაკის ადამიანები. ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. დაშავებულებს შორის ასევე არის „მონცას“ ფეხბურთის გუნდის მოთამაშე პაბლო მარი, მას ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში. პაბლო მარი გადაყვანილი იქნა მილანის ნიგუდარას საავადმყოფოში.

