“როიტერის” ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა.
როგორც „როიტერი“ წერს, კირიენკომ მოინახულა ხერსონის საბორნე გადასასვლელი, რომლითაც ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მასთან ერთად იმყოფებოდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის გუბერნატორად დანიშნული სერგეი აქსიონოვი. აქსიონოვის თქმით, ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანის საორგანიზაციო პროცესი დასრულდა.
კირიენკო ასევე შეხვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს.
სერგეი კირიენკო კრემლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანია. ის რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ ყოფილი უფროსია.