ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთთან ომი მხოლოდ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას პრობლემა არ არის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ვიდეომიმართვაში ომის საყოველთაო საშინელებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთთან ომი მხოლოდ სამი ქვეყნის პრობლემა არ არის და ის ბევრ სახელმწიფოს ეხება:

„მტერი, რომელიც 1945 წელს საბოლოოდ დამარცხებული და მიწასთან გასწორებული გვეგონა, 80 წლის შემდეგ ფერფლიდან აღდგა, ფეხზე დადგა. როგორ მოხდა ეს? ძალიან სწრაფად, ისე, როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს – ახალი დღე და მყისიერად ახალი ბოროტება. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს, ზოგს ეძინება, ზოგი კი უკვე ჩაძინებულია, ზოგიერთი ყურადღებას არ აქცევს, ზოგიერთს არ ადარდებს – საერთო ჯამში, ყველა ჩუმად არის და ყველა ფიქრობს – “ეს ჩემზე გავლენას არ იქონიებს, ომი სადღაც შორს მიმდინარეობს, სადღაც დნესტრისპირეთში ეს მოლდოვას პრობლემაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასში კი უკრაინის პრობლემა, ეს ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს, ეს ჩვენ ვერ დაგვაზიანებს, ისინი ჩვენამდე ვერ მოვლენ”. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები საშინელ რეალობად გადაიქცევა“ , – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....