ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

VIDEO:კლინიკაში შემოიყვანეს პატარა პაციენტი, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები არ ჰქონდა – ახალი დეტალები რუსთავში ავარიისას დაღუპული ბავშვის შესახებ

მშენებელთა ქუჩაზე, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, გარდაბანში “ჯეო-ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

“უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი”, – მორიგე ექიმი რაგილია მამედოვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

VIDEO

იტვირთბა....