ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

17.5 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული აქტივები – ევროკავშირმა ოკუპანტ ქვეყანაზე ფინანსური იერიში მიიტანა

ევროკავშირმა 17.5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, კრისტიან ვიგანდმა ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელს, ORF-ს, განუცხადა. ვიგანდის თქმით, საუბარია 1350 პირისა და ორგანიზაციის აქტივებზე, რომლებიც ევროკავშირის სასანქციო სიაში არიან.

“ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ – აპრილში 6.7 მილიარდი ევროდან დაწყებული, დღეისთვის 17.5 მილიარდ ევროს მივაღწიეთ”, – განაცხადა ვიგანდმა.

ამ ეტაპისთვის დასანქცირებული რუსული აქტივების დიდი ნაწილი ევროკავშირის შვიდ ქვეყანაზე (გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, იტალია, ირლანდია და ავტრია) მოდის. კრისტიან ვიგანდმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს საშინაო დავალება. ვიგანდმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნგრეთმა რუსული აქტივებიდან მხოლოდ რამდენიმე ათასი ევრო გაყინა.

იტვირთბა....