ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.
გასროლის ხმა მეუღლემ დილის 6 საათზე გაიგო.
ცნობისთვის, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

