უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა პოზიციები გააძლიერეს. ადგილზე 1000-ზე მეტი ჯარისკაცია განლაგებული.
უწყების ცნობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ეგრეთ წოდებული „ევაკუაცია“ გრძელდება და რუსებს სამედიცინო აღჭურვილობა ე.წ. „ნაციონალიზებულ“ დაწესებულებებში გადააქვთ.
„ამრიგად, ბელოზერკის დასახლებიდან ადგილობრივი საავადმყოფოს აღჭურვილობა ქალაქებში სკადოვსკსა და გენიჩესკში გადააქვთ“, – აცხადებენ გენშტაბში.