აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა სკეპტიციზმი ვლადიმერ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ბირთვული შეიარაღების გამოყენებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„პუტინის საუბარი უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საშიშია“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პუტინმა, თავის გამოსვლაში, უარყო ბირთვული დაპირისპირება დასავლეთთან და ამტკიცებდა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებდა.
„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

