უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკვე განახორციელეს 4500 სარაკეტო დარტყმა და 8000-ზე მეტი საჰაერო იერიში.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ამ პერიოდში რუსეთმა 4500 სარაკეტო დარტყმა და 8000-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
„ენერგიული ხალხი, ბრძოლისთვის ვართ დამუხტული. ბრძოლის 246-ე დღე იწურება. აგრესორი აგრძელებს ტერორს. ორ დღეში 30-ზე მეტი დრონი გაუშვეს. ჩვენმა დამცველებმა ურჩხულებს ყველა დრონის გამოყენების საშუალება არ მისცეს და აქედან 23 ჩამოაგდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.