ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინის გამოსვლა არც ახალია და არც სტრატეგიული მიზნების ცვლილებაზე მიუთითებს – თეთრი სახლი

თეთრი სახლი უყურებდა პუტინის გამოსვლას ვალდაის ფორუმზე – ამის შესახებ BBC წერს.

სიტყვით გამოსვლის შინაარსი “არც ისე ახალია” და “არ მიუთითებს სტრატეგიული მიზნების ცვლილებაზე”, – განუცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავში.

კარინე ჟან-პიერმა თქვა, რომ პუტინმა თავის გამოსვლაში ბევრი ისაუბრა დასავლური ჰეგემონიის დასასრულსა და ახალ წარმოშობილ მსოფლიო წესრიგზე, ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე. ზოგადად, ის ამ თემებზე მსჯელობს და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

იტვირთბა....