უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის წამოწყებულ ომში გამარჯვებისთვის საჭირო 4 პირობა წამოაყენა, რომელსაც დასავლეთის ლიდერებმა “ხელი მოაწერეს”.
“კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, დასავლეთის საქმე კი დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა: თუ საჭირო გახდება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ. ამაში ის ომის გაგრძელებას არ გულისხმობდა, გულისხმობდა ომის შემდგომ აღდგენას”, – თქვა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს.
“ისინი ამას, როგორც დაგეგმვის ელემენტს, უკვე იყენებენ. ეს ოთხი პირობა ძალიან მარტივია და ღიად იყო მოცემული პრესაში. ესენია:
- უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება
- სამხედრო დამნაშავეების ექსტრადირება
- რეპარაციების გადახდა
- პუტინის დამხობა
ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი მარტივია. ეს არის ის, როგორც მოვახდინეთ ჩვენ გამარჯვების ფორმულირება. დასავლეთში ამას ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან”, – თქვა არესტოვიჩმა.

