ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამაკაცი, რომელიც 10 წლის ბავშვს კარის შემტვრევით ემუქრებოდა, სათვალთვალო კამერამ დაფიქსირა – ნახეთ ვიდეო

26 წლის კაცი, თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ბინაში შეღწევას, არასრულწლოვნის მიმართ, მუქარისა და შანტაჟის გზით ცდილობდა. როგორ აღმოჩნდა, ის კარგად დაცული კორპუსის სადარბაზოში და რა მოტივით ცდილობდა მე-15 სართულზე მდებარე ბინაში მოხვედრას, სადაც 10 წლის ბავშვი მარტო იმყოფებოდა. მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში არასრულწლოვანს კარის შემტვრევით ემუქრებოდა.

სადარბაზო მან მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, როცა ბავშვმა მშობლებთან დარეკა.

დღეს “კურიერმა” სადარბაზოში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს, როგორ შედის და შემდეგ ტოვებს შემთხვევის ადგილს სავარაუდო დამნაშავე.

მომხდარის შესახებ პოლიციამ გამოკითხა ადგილობრივი მცხოვრებლები. მათ ხმაური არ გაუგიათ და არც საეჭვო პირი დაუნახავთ. მეზობლების ნაწილი ჰყვება, რომ არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო მუქარის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს.

დამნაშავე თბილისში მცხოვრები 26 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა – დაკავებული უკვე გადაიყვანეს იზოლატორში. მას არასრულწლოვნის მიმართ მუქარას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....