ოკუპირებული დონეცკის ოლქის ქალაქ შახტერსკში ნავთობის ბაზა იწვის. დაშავებულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, სროლის შემდეგ, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, კერძოდ კი ცეცხლი 4 რეზერვუარს უკიდია, რომელშიც საერთო ჯამში 60 ტონა ბენზინია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშვებულებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.