ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მასობრივი საფლავი ხარკოვის ოლქში – აღმოჩენილია 17 ცხედარი

ხარკოვის ოლქის ბოროვის რაიონში უკრაინელმა სამართალდამცველებმა ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით საფლავში სულ მცირე 17 ადამიანია დაკრძალული. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიმიტრი სოიმა, ადასტურებს. სამი ჯარისკაცის საფლავი გამომძიებლებმა პირველივე სამუშაო დღეს აღმოაჩინეს.

„წინასწარი ინფორმაციით, ჩვენ გვაქვს მონაცემები სულ მცირე 17 გვამის შესახებ. ადგილობრივების თქმით, სამხედროები ბრძოლაში დაიღუპნენ და ისინი აქ დაკრძალეს.

ინფორმაცია მასობრივი სამარხის შესახებ სოფელ კოპანკის მაცხოვრებლებმა მოგვაწოდეს. მათ გამოძიებას უამბეს, რომ ოკუპანტები გვამებს მთელი რაიონის მასშტაბით აგროვებდნენ“,- ნათქვამია სოიმას განცხადებაში.

უკრაინული მხარის ცნობით, ყველა ცხედარი ექსპერტიზაზე გაიგზავნება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

იტვირთბა....