სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება – განსხვავება ივანიშვილსა და პლახატნიუკს შორის არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას ვინც რუსეთთან თანამშრომლობს, მიაკითხავს სანქციები.
“ვერ იქნება ვერც ერთი გამონაკლისი. ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ვინც რუსეთთან თანამშრომლობს, დასავლეთს ემტერება, მტრად აცხადებს ევროპას და ამერიკას, მოყვარედ კი, რუსეთს, მოუწევს სანქცირებულთა სიაში მოხვედრა. სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. რაც წერია პლახატნიუკზე ერთი -ერთშია, განსხვავება ამ ორს (ივანიშვილსა და პლახატნიუკს) შორის არ არის. ამიტომ ყველას მიაკითხავს სანქციები, მტრების იდენტიფიცირება ხდება, პლახატნიუკი ამერიკამ დააიდენტიფიცირა როგორც მტერი ცივილიზებული სამყაროსი,”- განაცხადა ვაშაძემ.

