ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვლილი “ოცნების” გუნდის წევრები – რატომ იღუპებიან ერთმანეთის მიყოლებით სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები

დღეს დილით ფოთის დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც აჩენს ვარაუდს, რომ დეპუტატმა თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელისუფლებო გუნდის წევრი გაურკვეველ ვითარებაში ან დაუდგენელი მიზეზით იღუპება.

ჯერ კიდევ ივნისის თვეში, ასევე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი. საქმე ამჯერადაც თვითმკვლელობას ეხება, თუმცა დაუდგენელია, რა გახდა მისი სუიციდის მიზეზი.

რამდენიმე კვირის წინ თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს შეეჯახა. გოგიაშვილი კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მეორე დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი გარდაიცვალა. სიკვდილის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

სექტემბრის მიწურულს კიდევ ერთი მსხვერპლი, ამჯერად სახელისუფლებო გუნდის წევრის ქალიშვილი იყო – ბოლ­ნი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ჯა­ფა­რი­ძის შვი­ლი ნინო ჯა­ფა­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ახალგაზრდა ქალს მოულოდნელად შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, მალევე აღმოჩნდა, რომ მას ნაწლავური ინფექცია ჰქონდა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნავენ, 31 წლის ნინო ჯაფარიძე სრულიად ჯანმრთელი იყო. უცნობია, რამ გამოიწვია ინფექციის მოულოდნელი და სწრაფი განვითარება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში “ოცნების” გუნდში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდ ეჭვს იწევვს, თუმცა, წინა შემთხვევების მსგავსად, გამოძიება ვერ ან არ გავა სავარაუდო დანაშაულის სწორ კვალზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანების მოულოდნელი და ტრაგიკული გარდაცვალება, შესაძლოა, შემთხვევითობა სულაც არ იყოს.

იტვირთბა....