ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ხუთ წელზე მეტი ხან ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო – მამუკა მდინარაძე გარდაცვლილ დეპუტატზე

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებას გამოემაურა. მან აღნიშნა, რომ ხახუბიამ შვილის დაღუპვით გამოწვეულ ტკივილს ვეღარ გაუძლო.

“კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ. ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო…” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო

იტვირთბა....