ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება – ბოკერია პლახატნიუკის დასანქცირებაზე

ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოლდოველი ოლიგარქის, ვიქტორ პლახატნიუკის დასანქცირებას.

ბოკერიას თქმით, თავდაპირველად პლახატნიუკი ქვენის შიგნით „დემოკრატიულ და პროდასავლურ ძალებთან დამარცხდა“.

„უნდა გვახსოვდეს, რომ პლახატნიუკი ჯერ ქვეყნის შიგნით დამარცხდა დემოკრატიულ პროდასავლურ ძალებთან და შემდეგ ამას მოჰყვა კიდეც დასავლეთისგან სანქციები. დღეს ის არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება, ოღონდ ჯერ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ქვეყნის შიგნით და მერე იმის მიხედვით თუ რამდენად უფრო მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, მით უფრო მძიმე იქნება მისი ხვედრი თავისუფალი სამყაროს მხრიდან სანქციებისა და დევნის სახით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....