ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ ევროპაში უახლესი ბირთვული ბომბების განთავსების დაჩქარებას გეგმავს

ამერიკამ ევროპის ქვეყნებში, ნატო-ს ბაზაზე ბირთვული ბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა – ამის შესახებ უცხოური გამოცემა POLITICO სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს.

“თავდაპირველად, ტრანსფერის დაწყება მომავალ გაზაფხულზე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ნატოს მოკავშირეებს ბრიუსელში დახურული შეხვედრის დროს განუცხადეს. აშშ 2023-2024 წლებში გეგმავდა ევროპაში ჯამში 480 განახლებული ბირთვული ბომბის გაგზავნას და მოძველებული B61 ვარიანტების ჩანაცვლებას. ძველი ბომბების ახალი ვერსიებით ჩანაცვლების გადაწყვეტილება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის მუქარას უკავშირდება,” – წერს Politico.

პენტაგონის სპიკერმა გამოცემას უთხრა, რომ აშშ-ს B61 ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს და პროცესი არანაირად არ დაჩქარებულა და არაა დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.

იტვირთბა....