ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორც ჩანს, იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ – ონახაშვილი ჯაფარიძის, ხოშტარიასა და ვაშაძის გაერთიანებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მიზანი ოკუპანტებისგან ჰონორარის აღებაა. მისი თქმით, საზოგადოება ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის გარშემო არ გაერთიანდება:

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტებისგან იღებს ფულს და ამას ეძახიან ჰონორარს. როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, მაგრამ რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, ისინი მათ გარშემო ხალხს და საზოგადოებას ვერ გააერთიანებენ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მთავარია, მათ გარშემო საზოგადოება არ გაერთიანდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იტვირთბა....