ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის აგრესიას შეწირული ბავშები – ოკუპანტებმა უკრაინაში 430 არასრულწლოვანი მოკლეს

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 430 ბავშვი დაიღუპა, 1252-ზე მეტი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უკრაინის ქალაქების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2677 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 სრულად განადგურდა

უწყების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 419, ხარკოვის ოლქში – 260, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 69, ლუგანსკის ოლქში – 64, მიკოლაევის ოლქში – 77, ხერსონის ოლქში – 64, ზაპოროჟიეს ოლქში -70 ლასტროვის ოლქში – 64.

ცნობისთვის, რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

იტვირთბა....