ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაცვლილი დეპუტატის სახლში მმართველი პარტიის ლიდერები მივიდნენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ხახუბიას სახლში თბილისის მერი კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე იმყოფებიან. ისინი ხახუბიას სახლში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ახლობლები მომხდარს დეპუტატის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებენ, მას შემდეგ რაც 2017 წლის მაისში, ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.

ცნობისთვის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

იტვირთბა....