ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვგულშემატკივრობ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და ვაშაძის გაერთიანებას, ერთმანეთში ვერევით და თუ სხვა პარტიასთან გაერთიანდებიან, ამის ნაკლები შანსი იქნება – ხვიჩია

„ჩვენ ვგულშემატკივრობთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და ვაშაძის გაერთიანებას. ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ვერევით, ამიტომ, თუ გაერთიანდება „გირჩი – მეტი თავისუფლება“ სხვა პარტიასთან ნაკლები შანსი იარსებებს იმის, რომ ერთმანეთში შევეშალოთ“,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ არ იცის პარტიების გაერთიანების მიზანი.

„რა გამოვა აქედან ვერაფერს გეტყვით, ისევე როგორც სხვა გაერთიანებების შემთხვევაში ვერ გეუბნებით, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ჩვენს კოლეგებს რა უნდათ. როდესაც არ ვიცი რა მიზნის გარშემო ერთიანდებიან, მიჭირს დავინახო მათი პერსპექტიულობა. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ბირთვია, მაგრამ ბუნებაში თვითონ არ არსებობს. ანუ ბირთვი ისეთი რამეა რაც არ არსებობს, ეს ყოველთვის ხელს შეუშლის ოპოზიციურ ფლანგზე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გვინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდეს. ამ ჩამოყალიბების შემდეგ ის შეიძლება ბირთვი არ იყოს, მაგრამ ბუნებაში იარსებებს. ჩვენ მივესალმებით ისეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ბუნებაში არსებობს და არა ადამიანების წარმოსახვაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....