„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან აქტიურად მუშაობენ პრორუსული და ანტიდასავლური ძალები. მისი თქმით, საქართველო უკვე დიდი ხანია დეზინფორმაციის მსხვერპლია ხელისუფლება კი ამის წინააღმდეგ ეფექტურად არ იბრძვის.
„ვიბრძვით იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რა არის ნამდვილი ინფორმაცია და რა სიცრუე იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია ქვეყნისთვის, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ვართ, როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადი გავაკეთეთ. იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში არის ომი, კიდევ უფრო მომძლავრებულია ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები ქვეყანაში. ამ ფონზე, გაცილებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, მაგალითად, რომ დასავლეთს არ სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩაბმა. ასეთი კამპანიები მიმართულია ევროინტეგრაციის გზაზე მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესამცირებლად. სამწუხაროდ, მხოლოდ სამოქალაქო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ვმუშაობთ ამ საკითხზე. ფაქტობრივად, არ გვაქვს ან ნაკლებია კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, რომელიც პირიქით, პირდაპირ უნდა იყოს ჩართული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში”.- განაცხადა დოლიძემ