სიღნაღში მომხდა მკვლელობაზე ახალი დეტალები ვცრელდება. როგორც ირკვევა, მამაკაცი, რომელმაც საკუთარი და სასიკვდილოდ გაიმეტა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რა დროსაც მან ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.